Enable Javascript to view this website
სამუშაო საათები 12:00 - 23:00

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "კადოს" ვებგვერდზე. სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს, თანხმობის შემთხვევაში კი განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.

ზოგადი დებულებები
"კადო" წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "გეომაკი", ს/კ: 402036710; იურიდიული მისამართი: ილორის ქუჩა, N 23, თბილისი 0102, საქართველო, ტელ: +995 599 02 20 33 ვებ-გვერდი: www.kado.ge
თქვენს მიერ "კადოს"-ს ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები.

1. შეთანხმების საგანი
1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, "კადოს" მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება kado.ge-ს მომსახურებაში.
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოსმომსახურებით მოსარგებლეს.

2. "კადო" ვალდებულია
2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.
2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.
2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება "კადოს" მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.

3. მომხმარებელი ვალდებულია
3.1. კომპანიას მიაწოდოს მისი ზუსტი და სანდო პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი.
ბ) ტელეფონის ნომერი.
გ) მისამართი.
3.2. მხოლოდ საკუთარი საბანკო ბარათით განახორციელოს გადახდა.
3.3. დროულად გამოართვას შეკვეთა "კადოს" კურიერს.
3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა "კადოსთან" რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.

4. ჩვენი პროდუქტი
4.1. "კადოს" მიერ მოწოდებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოში ამ პროდუქტისათვის დადგენილ ხარისხის სტანდარტებს, დამზადებულია ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.
4.2. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს. ჩვენ გვყავს სანდო მომწოდებლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროდუქციის მიწოდების გამოცდილება და სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით.
4.3. "კადოს" პასუხს არ აგებს იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს ალერგია, ან რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეძენილი საკვები პროდუქტის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. საკვები შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, ისეთებს როგორიცაა სეზამი, მიწის თხილი, ზღვის პროდუქტი და სხვა. პროდუქტში შემავალი ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თითოეული პროდუქტის აღწერილობაში, თუმცა ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა დაწვრილებით არ იყოს მოცემული. ამიტომ, პირებს განსაკუთრებული საკვები მოთხოვნილებებით ვურჩევთ უშუალოდ კომპანიაში გადაამოწმონ ინფორმაცია.
4.4. "კადო" პასუხს არ აგებს პროდუქტის მიწოდების დაგვიანების გამო მიყენებული შესაძლო პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ზიანისათვის. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ შეკვეთისას გადახდილი ღირებულება.

5. გადახდის წესი
5.1. თითოეული პროდუქტის ფასი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.
5.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომავალში შევცვალოთ პროდუქტის ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
5.3. ვებ-გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5.4. გადახდა წარმოებს როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.
5.5. სასურველი პროდუქტის შეკვეთის და შესაბამისი საფასურის გადახდისთანავე თქვენ იძენთ პროდუქტს და მისი ადგილზე მიტანის სერვისს.
5.6. ადგილზე მიტანის სერვისის საფასური ასახულია კალათში.
5.7. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის მიერ სერვისის განხორციელების, გაუქმების, შეკვეთილი პროდუქტის მიუწოდებლობის შედეგად და არ ვრცელდება მცირედი დაგვიანების, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, როცა შეკვეთა არსებითად სრულდება და დამკვეთი ღებულობს მას.
5.8. თუ კურიერმა შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად სხვა პროდუქტი მოგაწოდათ, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ის, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქტის მიღება, ან ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, თქვენ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას.
5.9. მისამართის უზუსტობის გამო სერვისის კომპანიის მიერ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
5.10. თანხის დაბრუნება ხორციელდება, თანხის მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით, საიდანაც იყო გადახდილი, ან ნაღდი ფულის შემთხვევაში უშუალოდ შეკვეთის განმხორციელებელი პირისთვის დაბრუნებით.
5.11. ანაზღაურება განხორციელდება, სერვისის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

6. დასკვნითი დებულებები
6.1. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.
6.2. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ

ელექტრონულ მისამართზე: info@kado.ge ან დაგვირეკოთ: +995 599 02 20 33